საჯარო მოხელეთა ჰაბმა მხილების მექანიზმის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები და შემუშავებული ვებგვერდი ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგინა.
პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ჰაბის წარმომადგენლებმა მაია ცქიტიშვილმა და ანა გვენეტაძემ შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
პრეზენტაციაზე დამსწრეებს მიმართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ ლუი ლამერტსმა. მან საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმისა და საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის- მხილების მექანიზმის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე მაია დვალიშვილმა მიმდინარე რეფორმის შესრულების პროცესსა და მხილების ინსტიტუტის გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის მონაწილეებს მხილების მექანიზმის საერთაშორისო პრაქტიკა გააცნო საჯარო სამსახურის ჰაბის საჯარო მმართველობის რეფორმის საერთაშორისო ექსპერტმა ჰარი ვან ბოქსმერმა.
საჯარო მოხელეთა ჰაბის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრეს კვლევის ავტორებმა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანი მაჭარაშვილმა და ანტიკორუფციული მიმართულებით დამოუკიდებელმა ექსპერტმა ნინო ცუხიშვილმა.
საჯარო მოხელეთა ჰაბის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს, მხილების ინსტიტუტთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინეს და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.